ახალი ამბები

კვირიკაშვილი: შეიქმნება სამსახური, რომელიც სამინისტროების მიერ პროექტების შესრულებას გააკონტროლებს

17 თებერვალი, 2016 • 1204
კვირიკაშვილი: შეიქმნება სამსახური, რომელიც სამინისტროების მიერ პროექტების შესრულებას გააკონტროლებს

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, ინვერსტორთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ  უახლოეს მომავალში შეიქმნება სპეციალური სამსახური, რომელიც გააკონტროლებს სხვადასხვა სამინისტროსა თუ სააგენტოს მიერ პროექტების განხორციელების მიმდინარეობას.

“ინვესტორებთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი შეიცავს მნიშვნელოვან საკითხებს, ინსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებების ჩათვლით. ახლახანს ჩვენ ჩამოვაყალიბეთ რეფორმების ოთხპუნქტიანი დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს საგადასახადო რეფორმას, ადმინისტრაციული და საკანონმდებლო ცვლილებების ჩათვლით. მომდევნო დღეებში პრემიერ-მინისტრის აპარატთან ჩვენ შევქმნით სპეციალურ სამსახურს, რომელიც გააკონტროლებს სხვადასხვა სამინისტროსა თუ სააგენტოს მიერ პროექტების შესრულებას. რეფორმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბლოკი მოიცავს რეგიონალურ განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების დაჩქარებას,“ – აღნიშნა პრემიერმა.

მანვე აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ დასახული მიზნების განხორციელებისთვის აუცილებელია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი