ახალი ამბებისაზოგადოება

ახალი აღმოჩენა სიმსივნის წინააღმდეგ

18 თებერვალი, 2016 • 1344
ახალი აღმოჩენა სიმსივნის წინააღმდეგ

ბიბისის ცნობით, თერაპიამ, რომელიც აახლებს სხეულის იმუნურ სისტემას სიმსივნის წინააღმდეგ საბრძოლველად, დიდი აღელვება გამოიწვია, მას შემდეგ, რაც 90%-ზე მეტი სიმსივნით დაავადებული განიკურნა.

ბიბისის ინფორმაციით, ლეიკემიით დაავადებული პაციენტებისგან აიღეს სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც ლაბორატორიაში  მოდიფიცირების შემდეგ  უკან დააბრუნეს. თუმცა მონაცემები არც გამოქვეყნებულა და არც განხილულა და მათი თქმით, ორი პაციენტი დაიღუპა იმუნური უკურეაქციის გამო.

ექსპერტების თქმით, ცდა ამაღელვებელი იყო, თუმცა ეს მხოლოდ „ნაბიჯია.“

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, ეს ამბავი ვაშინგტონში „ამერიკული ასოციაცია მეცნიერული პროგრესისასთვის“ ყოველწლიურ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

მთავარი მეცნიერის, პროფესორ სტენლი რიდლის თქმით, ცდისპირ პაციენტებთან უკვე ყველა ნაცადი ხერხი ცუდად დამთავრდა და მხოლოდ 2-დან 5 თვემდე სიცოცხლე ჰქონდათ დარჩენილი.

„წინასწარი მონაცემები უპრეცენდენტოა“, – ამბობს რიდლი.

ბიბისის თქმით, მთავარი გამოწვევა, რომელიც ახლა მეცნიერებს უდგათ, არის ის, თუ როგორ გამოიყენებენ ამ ტექნიკას სხვა სიმსივნეების შემთხვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი