ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ქუთაისის აეროპორტში “ვიზეარის” ბაზის განთავსება 200 სამუშაო ადგილს შექმნის

17 თებერვალი, 2016 • 1498
კვირიკაშვილი: ქუთაისის აეროპორტში “ვიზეარის” ბაზის განთავსება 200 სამუშაო ადგილს შექმნის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკავილი აცხადებს, რომ ქუთაისის აეროპორტში “ვიზეარის” ბაზის შექმნით, ქუთაისსა და თბილისში 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

“კარგი ამბავი არის ის, რომ „ვიზეარმა” გახსნა ბაზა ქუთაისში და ჩვენ გვექნება 7 ახალი რეისი ევროპის მიმართულებით. უფრო მეტი პირდაპირი რეისი განხორციელდება ევროპისკენ. ეს კარგია იმიტომ, რომ ორი თვითმფრინავი იქნება მუდმივად მიმაგრებული ქუთაისზე. გაჩნდება 200 ახალი სამუშაო ადგილი ქუთაისსა და თბილისში და განმტკიცდება კავშირები ევროპასთან. ეს, ყოვლისმომცველ ინფრასტრუქტურულ გეგმასთან ერთად, რომელსაც მალე წარვადგენთ, მოგვცემს შესანიშნავ შესაძლებლობას, გვქონდეს ევროპასთან სატრანსპორტო კავშირი ქუთაისიდან. ეს კარგია ტურიზმის და ბიზნესის განვითარებისთვის და ევროპასთან სატრანსპორტო კავშირის განმტკიცებისთვის,” – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კვირიკაშვილმა აღნიშნული დღეს, 17 თებერვალს, ინვესტორთა საბჭოს სხდომის დაწყების წინ განაცხადა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “ვიზეარი” ბაზის ქუთაისის აეროპორტში განტავსების შესახებ 2016 წლის 4 თებერვალს გახდა ცნობილი. ეს “ვიზეარის” 24-ე ბაზა იქნება.

დღეს, 17 თებერვალს, გაცხადდა, რომ ქუთაისის ერპორტიდან ევროპის 7 ქალაქში ვიზეარი ფრენებს განახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი