ახალი ამბები

მიხეილ გიორგაძე: ბაჩანა ბრეგვაძე მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალება

16 თებერვალი, 2016 • 2084
მიხეილ გიორგაძე: ბაჩანა ბრეგვაძე მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალება

ბაჩანა ბრეგვაძე მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალება. ამის შესახებ განცხადება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.

ფილოსოფოსი, მთარგმნელი და მწერალი ბაჩანა გრეგვაძე 80 წლის ასაკში 2016 წლის 14 თებერვლას გარდაიცვალა.

ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროში სახელმწიფო კომისიაა შექმნილი. კომისია თბილისის საკრებულოს ასევე მიმართავს რჩევით, რომ თბილისში ქუჩას ბაჩანა ბრეგვაძის სახელი ეწოდოს.დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი და მწერალი ბაჩანა ბრეგვაძე 80 წლის ასაკში, 14 თებერვალს გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი