ახალი ამბებიხელოვნება

553 535 მაყურებელი და 4066 წარმოდგენა – ქართული თეატრი 2015 წელს აჯამებს

17 თებერვალი, 2016 • 3058
553 535 მაყურებელი და 4066 წარმოდგენა – ქართული თეატრი 2015 წელს აჯამებს

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი უკვე მეხუთედ ქართული თეატრის ყოველწლიურ კვლევას აქვეყნებს. მარჯანიშვილის, გრიბოედოვის, თბილისის მოზარდ-მაყურებელთა და თავისუფალი თეატრები საერთო რეიტინგებში წელს მოწინავე პოზიციებს იკავებენ.

საქართველოში ამ დროისათვის, რეგისტრირებულია 45 თეატრი, თუმცა 2015 წლის რაოდენობრივ კვლევაში 5-მა მათგანმა მონაწილეობა ვერ მიიღო. მათ შორის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი. წელს, 40 თეატრში დაიდგა 217 სპექტაკლი. ამათგან დედაქალაქის სახელმწიფო თეატრებში 79, კერძოში 19, ხოლო რეგიონურ თეატრებში 77.

წლის განმავლობაში საერთო ჯამში გაიმართა 4066 წარმოდგენა, რომელთა უმეტესობაც საბავშვო და საყმაწვილო რეპერტუარიდან იყო. მაგალითად მოზარდ-მაყურებელთა თეატრში ყველაზე მეტჯერ სპექტაკლი “ნაცარქექია” ითამაშეს, ახმეტელი თეატრში “პიტერ პენის თავგადასავალი”, ხოლო რუსთაველის თეატრში “კოსმიური სტუმრები”.

რეპერტუარში არსებული სპექტაკლების რაოდენობით გამოირჩვეა მარჯანიშვილის თეატრი 46 სპექტაკლით.

საქართველოს 40 თეატრს 2015 წელს 553 535 მაყურებელი სტუმრობდა, რაც წინა წლებთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. გაყიდული ბილეთების რაოდენობით კი პირველ პოზიციას მოზარდ-მაყურებელთა თეატრი იკავებს – 83 075 ბილეთით. ყველაზე დატვირთული თეატრი კი გრიბოედოვია, რაგდან შეწღუდული სცენებისა და ადგილების რაოდენობის მიხედვით, სხვა თეატრებთან შედარებით ბევრი მაყურებლის მიღებას ახერხებს.

2015 წელს, 18 ქართული თეატრი საგასტროლოდ იმყოფებოდა 5 კონტინენტზე, 24 ქვეყანაში.

ჟიურიმ ასევე, გამოყო 2015 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები ქართულ თეატრში: წელს, რამდენიმე თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. თავისუფალი თეატრი შექსპირის ასოციაციაში გაწევრიანდა. ფოთში დაარსდა რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი, ხოლო თბილისში პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალი.

9 ნომინაციაშიაში ჟიურის წევრები ერთმანეთისაგან დამოუკიდევლად ადგენენ რეიტინგს. ხმათაუმრავლესობის შედეგად ვლინდება საუკეთესო ხუთეული სხვადასხვა ნომინაციებში და გამარჯვებულებს გადაეცემათ კვლევის ცენტრისა და თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის საპატიო დიპლომი. წელს ნომინაციებს დაემატა 3 ახალი ნომინაცია, საუკეთესო ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი მსახიობი და ასევე, საუკეთესო მუსიკა სპექტაკლისათვის.

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის პრეზენტაცია. ჟიურის წევრი ნიკოლოზ წულუკიძე. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის პრეზენტაცია. ჟიურის წევრი ნიკოლოზ წულუკიძე. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

რამდენიმე მონიმაციაში გამარჯვებულები კი შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

წლის ყველაზე პროდუქტიული მსახიობი კაცები: გიორგი ცხადაძე, გიორგი მიგრიაული, ვანო დუგლაძე, ვახტანგ ჩხარტიშვილი.

წლის ყველაზე პროდუქტიული მსახიობი ქალები: ეკა ქვრივიშვილი, მაია მალხაზიშვილი, სოფიკო ჩხიტუნიძე, ანა შარვაძე.

წლის საუკეთესო მუსიკა სპექტაკლისათვის: ნიკა მაჩაიძე “არაბეთის სურნელოვანი ბალახები”, ელისო ორჯონიკიძე “რევიზორი”, ნიკა ფასური “მოახლეები”, თენგიზ შამილაძე “ღამის პორტიე”.

წლის საუკეთესო მსაიხობი ქალები: ბაია დვალიშვილი, ნინო კასრაძე, ნატო მურვანიძე სპექტაკლიდან “მოახლეები”, ლილი ხურითი “სამშობლო”, ნინელი ჭანკვეტაძე “ტრამვაი სურვილი”.

წლის საუკეთესო მსახიობი კაცები: აკაკი ხიდაშელი “მეორედ მოსვლა”, დათო რონიშვილი და ზვიად სვანაძე სპექტაკლიდან “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან”, რამაზ იოსელიანი “ჩარეცხილები”, ზურაბ ცინცქილაძე “სისხლი”.

წლის საუკეთესო სპექტაკლები: “ლისისტრატე” – რუსთაველის თეატრი, “შეცდომათა კომედია” – მარჯანიშვილის თეარტი, “რევიზორი” – გრიბოედოვის თეატრი, “მოახლეები” – სამეფო უბნის თეატრი, “ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს” – თავისუფალი თეატრი.

წლის საუკეთესო რეჟისორები: ავთანდილ ვარსიმაშვილი სპექტაკლებისათვის “რევიზორი” და “ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს”, ნიკოლოზ საბაშვილი “1945”, იოანე ხუციშვილი “რა დროს შექსპირია”.

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის პრეზენტაცია. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის პრეზენტაცია. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ქართული თეატრის კვლევის ცენტრის დირექტორი და ჟიურის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი წლევანდელი კვლევის შედეგებით კმაყოფილია და ამბობს, რომ წლიდან წლამდე ქართული თეატრი ვითარდება. იზრდება პრემიერების რაოდენობა და უფრო მეტი მაყურებელი ესწრება სპექტაკლებს.

ჟიურიში მოსახვედრად თეატრის კრიტიკოსები რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებნენ:

“იმისათვის რომ პროფესიონალი მოხვდეს ჟიურიში, ის უნდა იყოს თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი. ის უნდა დადიოდეს თეატრში არა მხოლოდ დედაქალაქში, ასევე რეგიონებში და რაც მთვარია უნდა წერდეს თეატრის შესახებ.”

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, კვლევა ემყარება რაოდენიბრივ მაჩვენებლებს და არ გამოხატავს მხატვრულ ხარისხს, თუმცა სტატისტიკური მონაცემები მნიშვნელოვან თვისობრივ ფაქტორებზე მიუთითებს. კვლევას ცენტრი დამოუკიდებლად ახორციელებს, საკუთარი ხარჯებით.

“ამ მდრომდე არავინ ახდენდა თეატრების მუშაობის მონიტორინგს და სწორედ, ამიტომ გადაწყდა კვლევის ჩატარება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უკვე ბევრი საინტერესო ტენდენცია გამოუკვეთა, შეიქმენა შედარებით კონკურენტუნარიანი გარემო. გვინდა, ამ ხერხით თეატრების მოტივაცია გავუზარდოთ, რომ უფრო მეტი შექმენან წლის განმავლობაში,” – ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ტენდენცია. როგორც ჟიური აცხადებს, საგრძნობლად შემცირდა თანამედროვე უცხოური პიესების თარგმანი და ამიტომ თეატრებიც აღარ დგამენ ახალ სპექტაკლებს. ძირითადად, უპირატესობა კვლავ კლასიკურ, ძველ პიესებს ენიჭება.

მასალების გადაბეჭდვის წესი