ახალი ამბები

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ბაქარაძეს შეხვდა

22 მარტი, 2011 • 1090
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ბაქარაძეს შეხვდა

დღეს  ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კარლ ლამერსი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. შეხვედრის შემდეგ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

კარლ ლამერსის თქმით, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კვლავ მხარდაჭერას უცხადებს და მიესალმება საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკურ ალიანსში გაერთიანებისკენ.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოში მისი ვიზიტის მიზანი ქვეყანაში არსებული სიტუაციის გაგებაა.

კარლ ლამერსი საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით გამართულ ორდღიან სემინარსაც დაესწრება. აღნიშნული სემინარი ხვალ გაიხსნება და მასში 20  ქვეყნის 45 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი