ახალი ამბები

ქუმსიშვილი იმედოვნებს, რომ ირანელი ვიზიტორების რაოდენობა გაიზრდება

15 თებერვალი, 2016 • 1327
ქუმსიშვილი იმედოვნებს, რომ ირანელი ვიზიტორების რაოდენობა გაიზრდება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ირანელი ვიზიტორების რიცხვი საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზრდება.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ირანთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება გამოყენებული იყოს საქართველოს სასარგებლოდ. მისი განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ირანის ტურისტულ სააგენტოებთან და ირანულ მედიასთან.

აღნიშნული ქუმსიშვილმა ირანული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას 15 თებერვალს განაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, ირანული ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენელებისათვის პრესტური მოეწყო. 6 დღის განმავლობაში ირანული ჟურნალ-გაზეთების 16 წარმომადგენელი თბილისს, გუდაურს, უფლისციხეს, ბორჯომს, რაბათის ციხე კომპლექსს და ნაფარეულს მოინახულებენ.

მედიატურის მიზანია ჟურნალისტებს გააცნონ საქართველოს ტურისტული პოტენციალი და ის სერვისები, რომლის შეთავაზებაც ადგილობრივ ტურისტულ ინდუსტრიას შეუძლია ირანელი ვიზიტორებისათვის.

ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, 2015 წლის 15 თებერვლიდან უფლება ექნებათ საქართველოს ტერიტორიაზე პირველი შესვლის დღიდან, ვიზის გარეშე ორმოცდახუთ დღემდე დარჩნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი