ახალი ამბებისაზოგადოება

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსს გამოაცხადებს

15 თებერვალი, 2016 • 1290
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსს გამოაცხადებს

დღეს, 15 თებერვალს თავდაცვის სამინისტრო პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით, სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსს გამოაცხადებს.

სამინისტროს განცხადებით, კონკურსის მიზანია ქართული სამხედრო სასულე მუსიკის განვითარება და ტრადიციების ჩამოყალიბება.

ღონისძიებაზე, რომელიც  ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართება, ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი სამხედრო მარშებს შეასრულებს.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე კახა ცაბაძე, ასევე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი