აფიშაახალი ამბები

„ქართული თეატრი 2015 წელს“ – კვლევის პრეზენტაცია ილიაუნის თეატრში

14 თებერვალი, 2016 • 2013
„ქართული თეატრი 2015 წელს“ – კვლევის პრეზენტაცია ილიაუნის თეატრში

16 თებერვალს, 15:00 საათზე, ილიაუნის თეატრში გაიმართება თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევის „ქართული თეატრი 2015 წელს“ პრეზენტაცია და საუკეთესო ხუთეულების გამოვლენა 9 ნომინაციაში.

უკვე მეხუთე წელია თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი ყოველი წლის დასაწყისში აჯამებს ქართული თეატრების (სახელმწიფო, მუნიციპალური, კერძო) განვლილი ერთი წლის მუშაობას, ავლენს და ასახელებს წლის პროდუქტიულ მსახიობებსა და რეჟისორებს, თეატრის მხატვრებს, ასევე ადგენს თეატრების და თეატრის მოღვაწეების პროფესიულ და სტატისტიკურ რეიტინგებს განვლილი ერთი წლის მაგალითზე.

როგორც ცენტრში აცხადებენ, კვლევა დიდი პოპულარობით სარგებლობს თეატრის მოღვაწეებს შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი