ახალი ამბები

ლიბიაში ჟურნალისტები დაიკარგნენ

21 მარტი, 2011 • • 1057
ლიბიაში ჟურნალისტები დაიკარგნენ

ლიბიაში ჟურნალისტები დაიკარგნენ – ინფორმაციას ასოშიეითედ პრესი ავრცელებს. “ფრანს პრესის” ჟურნალისტი და ფოტოგრაფი შაბათის შემდეგ აღარ დაკავშირებინა ფრანგულ საინფორმაციო სააგენტოს.

ეს არ არის ჟურნალისტების დაკარგვის პირველი შემთხვევა. რამდენიმე დღის წინ “ნიო იორკ ტაიმსი” წერდა ოთხი ჟურნალისტის დაკარგვის შესახებ, თუმცა ისინი რამდენიმე დღეში დაუკავშირდნენ გამომცემლობას

დაკარგულები არიან– “ფრნას პრესის” ჟურნალისტი დეივ კლარკი, ფოტოგრაფი რობერტო შმიდტი და ჯო რიდლი.

სააგენტო “ფრანს პრესის” ინფორმაციით, ისინი კადაფის ოპოზიციის წარმომადგენლებისგან აპირებდნენ ინტერვიუს ჩაწერას.

რაც შეეხება ლიბიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას, “სი-ენ-ენის” ცნობით, ლიბიაში სამხედრო ოპერაციაში ჩართულია – ამერიკის შეერთებული შტატები, ბელგია, ბრიტანეთი, კანადა, დანია, საფრანგეთი, იტალია, ნორვეგია, ყატარი და ესპანეთი.

დასავლეთის ოფიციალური პირების თქმით, სარაკეტო თავდასხმების შედეგად განადგურებულია მუამარ კადაფის ერთ-ერთი რეზიდენცია ლიბიის დედაქალაქში.

აშშ–ს ოფიციალური პირები აღნიშნავენ,რომ  მათი სამიზნე თავად მუამარ კადაფი კი არა, არამედ მისი შეიარაღებული ძალები და თავდაცვის სისტემებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი