ახალი ამბები

ანონსი — 13 თებერვალი

13 თებერვალი, 2016 • 1380
ანონსი — 13 თებერვალი

გთავაზობთ 13 თბერვალს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

11:00 საათზე, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელები ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს, რომლის მიხედვით, რეგიონების მოსახლეობას მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაზე ამომწურავი ინფორმაციის მიღების ახალი შესაძლებლობა გაუჩნდება.

13:00 საათზე, “მემარცხენე ალიანსის” ოფისში პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფიკო კარტოზია ბრიფინგს გამართავს და საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას სტუდენტური დასაქმების თაობაზე ახალი ინიციატივით მიმართავს. საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი – 598700642.

15:00 საათზე, ქსნის მინისტარის მწარმოებელი ქარხნის წინ, თვითორგანიზების ქსელი სხვა ორგანიზაციებთან და ჯგუფებთან ერთად გაფიცულ მუშათა პროტესტს შეუერთდება. აქციას უერთდებიან: არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), მწვანე მუშტი, არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა მწვანეები, ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი, არაკომერციული კოლექტივი ურბან რეაქტორი და ორგანიზაცია “შენ დემოკრატიისთვის”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი