ახალი ამბები

The Independent–ის ბეჭდური ნაწილი მარტიდან აღარ გამოვა

12 თებერვალი, 2016 • 1407
The Independent–ის ბეჭდური ნაწილი მარტიდან აღარ გამოვა

The Independent–მა” გადაწყვიტა, რომ გაზეთი ბეჭდური სახით აღარ გამოუშვას და მხოლოდ ციფრული სახით განაგრძოს ფუნქციონირება. გაზეთის უკანასკნელი ნაბეჭდი ნომერი მარტში გამოვა.

როგორც თავად გაზეთი იუწყება, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში “The indephendent-ის” ვებ–გვერდი სწრაფად იზრდებოდა და იგი დიდი ბრიტანეთის ყველაზე სწრაფად მზარდი საგაზეთო საიტი გახდა. კერძოდ, როგორც “The indephendent” წერს, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში თვიური აუდიტორია 33.3%–ით გაეზარდათ და გლობალური მასშტაბით 70 მილიონ უნიკალურ მნახველს მიაღწია.

“საიტი მომგებიანია და სავარაუდოდ, წელს მისი შემოსავალი 50%–ით გაიზრდება,”– აცხადებს გაზეთი.

“The indephendent-ის” მფლობელმა, ევგენი ლებედევმა ისაუბრა იმ მიზეზებზეც, თუ რატომ გადაწყვიტა გაზეთის ბეჭდური ნაწილის გამოცემის შეწყვეტა:

“საგაზეთო ინდუსტრია იცვლება და ეს ცვლილება მკითხველებით არის გამოწვეული. მკითხველები გვიჩვენებენ, რომ მომავალი ციფრულია. ეს გადაწყვეტილება იცავს “The indephendent-ის” ბრენდს და საშუალებას გვაძლევს, რომ გავაგრძელოთ ინვესტირება მაღალი ხარისხის სარედაქციო მასალებში, რომელიც ჩვენი ონლაინ–პლატფორმისკენ უფრო და უფრო მეტ მკითხველს იზიდავს. ჩემმა ოჯახმა იყიდა და განახორციელა დიდი ინვესტიცია “The indephendent-ში” იმიტომ, რომ გვჯერა მსოფლიო კლასის ხარისხის ჟურნალისტიკის, ეს ნაბიჯი კი უზრუნველყოფს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სარედაქციო ღირებულებების მომავალს,”- ამბობს ლებედევი.

The Independent © EPA

The Independent © EPA

 

მასალების გადაბეჭდვის წესი