ახალი ამბები

ბრიტანული და ამერიკული უნივერსიტეტების ღია კარის დღე თბილისში

12 თებერვალი, 2016 • 1093
ბრიტანული და ამერიკული უნივერსიტეტების ღია კარის დღე თბილისში

13 თებერვალს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე სასტუმრო ჰოლიდეი ინ თბილისის საკონფერენციო დარბაზში ბრიტანული და ამერიკული უნივერსიტეტების ღია კარის დღე გაიმართება.

ღია კარის დღეზე დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე, წინა-საუნივერსიტეტო მოსამზადებელ პროგრამებსა და სასწავლო პროგრამებისთვის განკუთვნის სტიპენდიებზე.

ღია კარის დღეზე მონაწილეობას იღებენ ფლორიდის, კოლორადოს, ორეგონის, სეინტ ლუისის, ლონდონის, ბეფასტის, ნიუკასლისა და სხვა ამერიკული და ბრიტანული უნივერსიტეტები.

ღონისძიების ორგანიზატორიa საგანმანათლებლო ცენტრი ELL.

მასალების გადაბეჭდვის წესი