ახალი ამბები

პოლიციამ ზუგდიდში სამი კაცის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

12 თებერვალი, 2016 • 1032
პოლიციამ ზუგდიდში სამი კაცის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შსს-ს ცნობით,  დავით ბ. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა 2016 წლის 10 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში, ხეცერის უბანში, ანგარების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავისა და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა პ. ჩ-ს, გ. ფ-ს, მ. ა-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ზუგდიდში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, აცხადებს პოლიცია.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

მასალების გადაბეჭდვის წესი