ახალი ამბებიტექნოლოგიები

მეცნიერებმა გრავიტაციული ტალღების არსებობა დაამტკიცეს

12 თებერვალი, 2016 • 1884
მეცნიერებმა გრავიტაციული ტალღების არსებობა დაამტკიცეს

მეცნიერებმა გრავიტაციული ტალღების არსებობა დაამტკიცეს. ტალღების შესახებ ჯერ კიდევ ალბერტ აინშტაინმა ივარაუდა.

ფიზიკოსები აშშ-ში ამბობენ, რომ მათ დააფიქსირეს ერთმნიშვნელოვანი გრავიტაციული ტალღები, რომლებიც 1.3 მილიარდი სინათლის წლის მოშორებით ღრმა სივრცეში ორი მასიური შავი ხვრელის შეჯახების შედეგად წარმოიქმნა. აღმოჩენა Ligo-ს ობსერვატორიის მეცნიერებს ეკუთვნით.

A landmark day for Einstein and our understanding of the universe: the detection of gravitational waves. World Science Festival’s own Brian Greene explains the discovery.

Posted by Albert Einstein on Thursday, 11 February 2016

 

აღმოჩენა ასტრონომებს საშუალებას მისცემთ კოსმოსის ამ დრომდე უცნობი მხარეები გამოიკვლიონ. მეცნიერები დააკვირდებიან შავი ხვრელების ურთიერთქმედებასა და შეისწავლიან სამყაროს შექმნის ისტორიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი