ახალი ამბებისამართალი

სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს

12 თებერვალი, 2016 • 1288
სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და მსხვილი საწარმოს ხელმძღვანელთა გულგრილობის ბრალდებით, შვიდი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიების ცნობით, 2015 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით, 9 სხვადასხვა შპს-ს სახელით 609 794 ლარის ღირებულების ცემენტის იმპორტი განახორციელეს. გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სასაქონლო საბაჟო დეკლარაციებისთვის შეირჩა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყვითელი დერეფანი, რაც ავტომატურად გულისხმობს ტვირთის გატანამდე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ტვირთის მოტყუებით გასატანად შეადგინეს გადახდის ყალბი დოკუმენტები, რეალურად არ აწარმოეს ბიუჯეტთან ანგარიშსწორება, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 110 000 ლარის ზიანი.

ნ. ლ-ს, ჯ. შ-ს, პ. ბ-ს, გ. ბ-ს, ვ. ხ-ს, კ. ყ-სა და შ. ე-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე, 210-ე და 220 პრიმა მუხლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი