ახალი ამბები

ანონსი – 12 თებერვალი

11 თებერვალი, 2016 • 1265
ანონსი –  12 თებერვალი

წარმოგიდგენთ 12 თებერვალს გასამართ ღონისძებათა ანონსს:

10:00 სასტუმრო „რედისონში“  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2015 წლის ანგარიშს წარადგენს.

10.45  „თბილისი-მარიოტში“ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალისარკინიგზო ხაზის სამმხრივი საკოორდინაციო საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართება. სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი და თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაოსაქმეთა და კომუნიკაციების მინისტრი ბინალი ილდირიმი. დაგეგმილია პრეზენტაციები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისპროექტის განხორციელების მიმდინარეობის შესახებ. სხდომის დასრულების შემდეგ  დელეგაციათა ხელმძღვანელები ხელს მოაწერენ სამმხრივი საკოორდინაციო საბჭოს ოქმს.

11:00 “პირველ პრესკლუბში” “ბიზნეს გაერთიანება საქ-ოს დამსაქმებელთა ასოციაციის” პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე და ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი მიხეილ დუნდუა ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. თემა: ცვლილებები საგადასახადო კოდექსში – ესტონური მოდელი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის შეხვედრა ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიატებთან და პარლამენტის სტაჟიორებთან.  თბილისი, პარლამენტის კინოდარბაზი

11:00 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი.

11:00 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრების შეხვედრა სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე მომუშავე ჯგუფთან. თბილისი, კომიტეტის სათათბირო დარბაზი N637

11:00 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი.

11:00 ენმ-ს ცენტრალურ ოფისში ირმა ნადირაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.  მის: სობჩაკის #3

11:00 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი სახალხო დამცველის  რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშს საქართველოს შრომის, ჯამრთელობის და სოციალური დაცვის და სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის სამინისტროებისგან მოისმენს.

11:00 ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს დაათვალიერებს. მის: ე. ნინოშვილის #24 (რუსულ ეკლესიასთან) საკონტაქტო პირი: ეკა მაჩიტიძე 551176764

11:30 “პირველ პრესკლუბში” ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტი ლევან კალანდაძე საგადასახადო რეფორმაზე კოდექსში შესატან ცვლილებებზე ბრიფინგს გამართავს. ასევე მიმოიხილავს სხვა ეკონომიკურ პროცესებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 “პირველ პრესკლუბში” „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია ბრიფინგს გამართავს. თემები: საარჩევნო სისტემა, აშშ-ს დაზვერვის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი და სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ორგანიზებით, საქველმოქმედო აქცია გაიმართება, სადაც 2015 წლის13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ტექნიკას გადასცემენ. მის: დ.ამილახვრის N19, ვაკის რაიონის ტერიტორიული ერთეულის დაბა წყნეთის საუბნო განყოფილება. ნათია ღვინაშვილი ტელ: 599 021110

12:00 პარლამენტის მანდატურთუხუცესის, მურთაზ შალუაშვილის შეხვედრა ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიატებთან და პარლამენტის სტაჟიორებთან. თბილისი, პარლამენტის კინოდარბაზი.

12:00 „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე    პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.  თემები:  საარჩევნო სისტემები, რომლის განხილვა პარლამენტმა დაიწყო; აპირებს თუ არა ნინო ბურჯანაზე კოალიციის შექმნას;  გოგი თოფაძე „რესპუბლიკელებზე“;  კოალოციის შემადგენლობა და სხვა მიმდინარე საკითხები.  მისამართი:  ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.  საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

 

13:00  პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პოლიტიკური მოძრაობა – „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერის ლეონიდ ჩერნოვეცკის ორგანიზებით გამართული კონკურსის „ბედნიერი საქართველო: იდეები, მეთოდები, განხორციელება!“  გამარჯვებულებთან ხელშეკრულებები გაფორმდება. მისამართი:  ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.  საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565

13:00 ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა. დღის წესრიგი. თბილისი, საქართველოს პარლამენტი, A კორპუსი, III სართული, ბაგრატოვანთა დარბაზი.

13:00 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა. დღის წესრიგი. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღის წესრიგი. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი.

14:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში საქართველოს ახალგაზდა ეროვნული ალიანსის თავმჯდომარე – გიორგი გაბედავა პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბათუმში მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნით შეტანილი ხელმოწერების შესახებ არსებული პრობლემები. ხელმოწერები ბათუმის მუსლიმი მოსახლეობის მხოლოდ ერთ ნაწილს ეკუთვნის და ეს ყველაფერი ხდება თურქეთის დავალებით. ხელისუფლებას აღნიშნული თემით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

15:00 რედისონში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისაქართველო, განათლების სამინისტროს მხარდაჭერით და აშშის საელჩოს დაფინანსებით გამართავს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალს. გამოვლინდება საშუალო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი სამი საუკეთესო გუნდი, რომლებიც წარმოადგენენ პროექტებს ინოვაციებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგში. პირველ ადგილზე გასული გუნდი მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის კონრადის ფონდის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სამიტში რომელიც გაიმართება 2016 წლის 20 – 24 აპრილს, ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში, აშშ–ში.  მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ პრიზები, ხოლო პროექტში ჩართულ ყველა გუნდს გადაეცემა კონკურსში მონაწილეობის მიღების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი