ახალი ამბები

ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების სასამართლო 19 თებერვლამდე გადაიდო

11 თებერვალი, 2016 • 1338
ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების სასამართლო 19 თებერვლამდე გადაიდო

ციხისძირში ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესი  19 თებრვლამდე გადაიდო.

შემდეგი სხდომა, სასამართლოს ცნობით, 16 საათზე დაიწყება. სხდომის გადადების მიზეზი მტკიცებულებეის შესწავლაა.

პარტიზანული მებაღეობის სამი წევრი და ნაციოანალური მოძრაობის 2 წევრი, რომლებიც ციხისძირში ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქციას მართავდნენ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით დააკავეს.

ხუთივე დაკავებულის, დღეს, დაახლოებით 16 საათზე გაათავისუფლეს.

ციხისძირში ხეების გარადგვის პროცესი გუშინ, 10 თებერვალს დილიდან შეჩერდა, რადგან ხეების გადარგვის საწინააღმდეგოდ აქციები იმართებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი