ახალი ამბები

სამეგრელოში პოლიცია 3 დაკარგულ კაცს ეძებს

11 თებერვალი, 2016 • 2310
სამეგრელოში პოლიცია 3 დაკარგულ კაცს ეძებს

სამეგრელოში, სოფელ ურთაში პოლიცია 3 კაცს ეძებს. ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, დაკარგულები საქონლით ვაჭრობდნენ და სოფელში ამ მიზნით იმყოფებოდნენ.

“იმედის” ცნობით, ნაპოვნია ერთ-ერთის მობილური ტელეფონი და მათი ავტომობილი. პოლიცია დაკარგულებს 10 თებერვლიდან ეძებს.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი