ახალი ამბები

12 თებერვალს საპატრიარქოს სინოდის სხდომა გაიმართება

11 თებერვალი, 2016 • 1173
12 თებერვალს საპატრიარქოს სინოდის სხდომა გაიმართება

ხვალ, 12 თებერვალს, 12 საათზე, საქართველოს მართლმადიდებლი ეკლესიის სინოდის სხდომა გაიმართება.

საპატრიარქოს განცხადებით, სინოდი 2016 წლის ივნისის თვეში დაგეგმილ მსოფლიო საეკლესიო კრების შესახებ იმსჯელებს. საპატრიარქოში “ნეტგაზეთს” არ დაუდასტურეს განათლების სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომლის გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სინოდი სასკოლო საგან “მე და საზოგადეობის” შესახებ იმსჯელებს.

საპატრიარქოს ცნობით, კრების განჩინება ეკლესიის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

“მე და საზობადეობის” შესახებ დისკუსია, გუშინ, მედიით გავრცელებულმა მიმართვამ განაახლა, სადაც საუბარია იმაზე, რომ განათლების სამინისტრო “მე და საზოგადოებით””შვილებზე მასირებული შეტევის განხორციელებას აპირებს.”

მართლმადიდებელი ეკლესიების მსოფლიო საეკლესიო კრება 16-28 ივნისს საბერძნეთში, კრეტის მართლმადიდებლურ აკადემიაში გაიმართება.

კრებაზე უნდა იმსჯელონ საკითხებზე: ქრისტიანული ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში, მართლმადიდებელთა დიასპორა, ავტოკეფალია და მისი მინიჭების წესი, ქორწინება და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები, მარხვის მნიშვნელობა და მისი გამოყენება დღეს, მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი