ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თიბილოვი: ფატუ ბენსუდას განცხადება ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითია

11 თებერვალი, 2016 • 1265
თიბილოვი: ფატუ ბენსუდას განცხადება ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითია

სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის თქმით, ჰააგის სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას განცხადება, რომ 2008 წლის ომის მსხვერპლს შორის მოკლული ქართველი სამშვიდობოებიც არიან, ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითია.

“საოცარია, რადგან მთელმა მსოფლიომ იცის, რომ 2008 წლის აგვისტოში სწორედ საქართველო დაესხა თავს სამხრეთ ოსეთს, მძინარე, მშვიდობიან ქალაქს, ბავშვებსა და ქალებს. დღეს კი ჩვენ გვესმის ბენსუდას განცხადება, რომელიც ორმაგის სტანდარტებისა და მიდგომის ნათელი მაგალითია”, – განაცხადა თიბილოვმა ძალოვანი უწყებების მინისტრებთან შეხვედრისა, რომელიც ორშაბათს 8 თებერვალს გაიმართა. თიბილოვის განცხადებას საინფორმაციო სააგენტო“რეს”-ი ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტო “რესი” სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ინფორმაციისა და პრესის სახელმწიფო კომიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდია.

მისივე თქმით, იგი გაკვირვებულია, რომ ორგანო, რომელიც მიუკერძოებელი უნდა იყოს ნებისმიერი დანაშაულის გამოძიებისას, საწყის ეტაპზე ამგვარ დამოკიდებულებას ავლენს:

“ბენსუდას განცხადება, რომ 2008 წელს მსხვერპლს შორის ქართული ბატალიონის მოკლული სამშვიდოებოებიც იყვნენ, რბლად რომ ვთქვათ სიცრუე და აბსურდია. სწორედ ქართული სამშვიდობო ბატალიონი, რომელიც მშვიდობის შესანარჩულებლად შეიქმნა და სამმხრივ ფორმატში მუშაობდა, ქართული ოპერაციის “სუფთა ველის” დაწყებამდე, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებლი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, დისლოკაციის ადგილი დატოვა”,- ამბობს თიბილოვი.

სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, ცხინვალში საქართველოს აგრესიის გამო ჩამოსულმა რუსმა მომსახურე სამშვიდობოებს მიადგათ  რეალურად ადამიანური მსხვერპლი:

“მე როგორ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ვაცხადებ, რომ ეთნიკური წმენდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ ყოფილა, ცხინვალში მცხოვრები ქართველი მოსახლეობა საქართველოში ომამდე გადაიყვანეს. გაიგეს რა, რომ სრულმასშტაბიანი ომი იქნებოდა, ამ ადამიანებმა თავად გაანადგურეს და დაწვეს საკუთარი სახლები და არაფერი დატოვეს. საერთაშორისო კრიმინალური სასამართლო ცდილობს დაამტკიცოს, რომ ოსები და მათი მეგობარი რუსები არიან დამნაშავეები. ამ მიდგომის გათვალისწინებით, ჩვენ საერთაშორისო კრიმინალური სასამართოსგან ობიექტურ დასკვნას არ ველოდებით”.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ 1 თებერვალს“პირველი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ფლობს.

“ოფისი გამოიძიებს სამშვიდობოების მკვლელობის ფაქტებს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იყო შეტევა მშვიდობისმყოფელებზე, როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მხრიდან. ამის შესახებ ვაპირებთ, რომ ინფორმაცია მოვიძიოთ”, – განაცხადა ბენსუდამ.

საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს (ICC) 27 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, ჰააგის სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში ჩადენილი შესაძლო დანაშაულის გამოძიების უფლება მიეცა. საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს გადაწყვეტილება, სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  მზადაა ობიექტურ და პროფესიონალურ გამოძიებას ხელი შეუწყოს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი