ახალი ამბები

ანონსი – 11 თებერვალი

10 თებერვალი, 2016 • 1526
ანონსი – 11 თებერვალი

გთავაზობთ 11 თბერვალს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს.

11:00 საათზე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ გამართავს, კვლევის – „საჯარო მოხელის შეფასების სისტემა – ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საქართველო“ პრეზენტაციას.

მისამართი: სასტუმრო ქორთიად მარიოტი, თავისუფლების მოედანი #4

11:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ჟურნალისტი ეკა მიშველაძე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებას გააკეთებს.

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ორგანიზაცია ,,ადვოკატთა ობსერვატორიის” თავმჯდომარე  გრიგოლ გაგნიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თ.კობახიძის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ხმაურის რეგულირებასთან დაკავშირებით.

15:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში  უკრაინელი დებუტატები ვიტალი კუპრი, იაროსლავ გრიშინი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: საქართველოს ყოფილი ჩინოვნიკები უკრაინაში, რეფორმატორები თუ პოპულისტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი