ახალი ამბებისაზოგადოება

ციხისძირში ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქციის 5 მონაწილე დააკავეს

10 თებერვალი, 2016 • 1325
ციხისძირში ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქციის 5 მონაწილე დააკავეს

ციხისძირში ხეების გადატანის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციამ 5 პირი დააკავა: „პარტიზანული მებაღეობის“ სამი წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები- ელგუჯა ბაგრატიონი და ნოდარ დუმბაძე.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, მხოლოდ 4 პირია დაკავებული, მათ შორის ერთი ჩაქვის პოლიციის განყოფილებაშია, ხოლო დანარჩენი სამი პოლიციის ქობულეთის განყოფილებაში გადაიყვანეს.

აქციის მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ზამბახიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ უკანონო სამუშაოების შეჩერებას ისევ მოითხოვენ. ადგილზე რჩებიან პოლიციელები, ხოლო სამუშაოების მწარმოებელ კომპანია „ზიმოს“ სამუშაო პროცესი შეჩერებული აქვს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი