ახალი ამბები

აშშ-ის დაზვერვა: მოსკოვი თბილისზე ზეწოლას გააძლიერებს

10 თებერვალი, 2016 • 1264
აშშ-ის დაზვერვა:  მოსკოვი თბილისზე ზეწოლას გააძლიერებს

“საქართველოს საზოგადოებასა და ელიტებში იმედგაცრუების ზრდა დასავლური ინტეგრაციის შენელებული ფაზის გამო და მზარდი ეფექტური რუსული პროპაგანდა ზრდის პერსპექტივას, რომ თბილისმა შესაძლოა შეანელოს, ან შეწყვიტოს ძალისხმევა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით”, – ნათქვამია აშშ-ის ეროვნული დაზვერვის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც სენატშია წარდგენილი.

დოკუმენტი მსოფლიოში არსებულ საფრთხეებს მიმოიხილავს და მისი მცირე ნაწილი საქართველოსაც ეთმობა:

“იმის მიუხედავად, რომ საქართველო პროგრესირებს რეფორმების კუთხით, ქართული პოლიტიკა აუცილებლად იქნება არამდგრადი, როცა პოლიტიკური კონკურენცია გაიზრდება.

ეკონომიკური გამოწვევები სავარაუდოდ გახდება მთავარი პოლიტიკური მოწყვლადობის წყარო ხელისუფლებისათვის 2016 წლის არჩევნებისთვის.

დაძაბულობის ხარისხი რუსეთთან კვლავ მაღალია და ჩვენი აზრით,  მოსკოვი თბილისზე ზეწოლას გააძლიერებს, რათა ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობაზე უარი ათქმევინოს”, – ნათქვამია დოკუმენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი