ახალი ამბებისამართალი

საგამოძიებო სამსახური: ბრალდებული SAMSUNG-ის გაყალბებული ნიშნით გამათბობლებს ყიდდა

10 თებერვალი, 2016 • 999
საგამოძიებო სამსახური: ბრალდებული SAMSUNG-ის გაყალბებული ნიშნით გამათბობლებს ყიდდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა SAMSUNG-ის ფირმის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ბრალდებით, სისხლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა შპსმანგისხელმძღვანელი ლ. .

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული “ლილოს ბაზრობის” მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში დაბალხარისხიან, გაზზე მომუშავე წყლის გამათბობლებს ყიდდა, რომელსაც კანონსაწინააღმდეგოდ აკრავდა SAMSUNG-ის სასაქონლო მარკას.

საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ მხოლოდ 2016 წლის 9 თებერვალს ლევან გამჯაშვილმა SAMSUNG-ის მარკით უკანონოდ ნიშანდებული, დიდი ოდენობით გაზის წყლის გამათბობლების რეალიზაცია მოახდინა, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა მომხმარებლის უფლებები. თუმცა საგამოძებო სამსახური არ აკონრკეტებს ზიანის ოდენობას. 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196- მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი