ახალი ამბები

უახლესი ცნობები იაპონიის ბირთვული საფრხთის შესახებ

12 მარტი, 2011 • • 3705
უახლესი ცნობები იაპონიის ბირთვული საფრხთის შესახებ

აფეთქება ფუკიშიმას აეს-ში

რამდენიმე საათის წინ აფეთქება მოხდა იაპონიაში, ფუკიშიმას ატომური ელექტროსადგურის „ფუკუშიმა 1-ის“ ტერიტორიაზე. იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ აეს-ში გამაგრილებელი სისტემა აფეთქდა, ატომური რეაქტორი კი ჯერ დაზიანებული არ არის. მიუხედავად ამისა, ფუკიშიმას აეს-დან 20 კილომეტრის რადიუსში მოსახლეობა სრულად გაიყვანეს. ამ დროისათვის საგანგებო მდგომარეობა იაპონიაში მდებარე 5 ატომურ ელექტროსადგურზეა გამოცხადებული.   ქვეყანაში აეს-ებს პრობლემები 11 მარტის დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის დარტყმის შემდეგ შეექმნათ. ბუნებრივი კატასტროფის შედეგად ამ დრომდე დაკარგულად მიაჩნიათ ათიათასობით ადამიანი, რამდენიმე ქალაქი კი სრულად დაიტბორა. ცუნამის საფრთხე შეექმნა წყნარი ოკეანის 20-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, ფილიპინებს, აშშ-ს, კანადას და სხვებს.

ფუკიშიმას აეს-ის თანამშრომლები რეაქტორის გაგრილებას ზღვის წყლით ცდილობენ. სიტუაციის კონტროლზე აყვანას კი მინიმუმ 2 დღე მაინც დასჭირდება, რა თქმა უნდა, თუ მიწისძვრა არ განმეორდა და აეს-სი კიდევ უფრო არ დაზიანდა.

აფეთქების შესახებ იაპონურ და საერთაშორისო მედიაში თავიდანვე განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდებოდა. ერთ-ერთი ადგილობრივი სააგენტო წერდა, რომ აფეთქებამ ბირთვული რეაქტორების დაზიანება გამოიწვია.

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით კი, აფეთქება იმ დროს მოხდა, როცა მუშები ბირთვული რეაქტორის გაგრილებას ზღვის წყლით ცდილობნენ.

ფუკუშიმას პრეფექტურის წარმომადგენლის თქმით, რეაქტორი არ აფეთქებულა, მაგრამ რადიაციული ნაწილაკების მცირე დოზით გაჟონვა ჰაერში მაინც მოხდა. ელქტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კი რადიაციის დონემ საათებში მიაღწია თითოეული ადამიანისთვის ერთი წლის მანძილზე დასაშვებ დოზას.

იაპონიის ატომური სააგენტოს ინფორმაციით, მუშები აეს-ის რეაქტორის გაგრილებას მანამ არ შეწყვეტენ, სანამ სიტუაცია კონტროლს არ დაექვემდებარება.

თუ რეაქტორის გაგრილებას სპეციალისტები უახლოეს დღეებში ვერ შეძლებენ, რეაქტორის საცავი დნობას დაიწყებს და მაშინ შესაძლოა იაპონიის რამდენიმე ქალაქი 21-ე საუკუნის ჩერნობილად იქცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი