შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ქველმოქმედების მიზნით დადგმული მაგიდის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა გამოძიება დაწყებული [ნივთის დაზიანება ან განადგურება].
“მადლიანი მაგიდა”, რომელიც მოქალაქეებმა თბილისში დაახლოებით 10 დღის წინ დადგეს, უფასო საკვების დარიგების წერტილია. აღნიშნული ინიციატივით, ორგანიზატორების ცნობით, 10 დღეში ხუთი ათას კაცამდე დააპურეს.
Posted by David Wiseman on Sunday, 7 February 2016