ახალი ამბები

Premium Net International SRL-მა სატელეფონო ნუმერაციით სარგებლობის ნებართვა მიიღო

8 თებერვალი, 2016 • 1514
Premium Net International SRL-მა სატელეფონო ნუმერაციით სარგებლობის ნებართვა მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „Premium Net International SRL-ის ფილიალმა საქართველოში” მობილური საკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო.

კომისიის ინფორმაციით, კომპანია 552 00X XXX ინდექსზე 10 000 სააბონენტო ნომრით საერთაშორისო როუმინგულ მომსახურებას შესთავაზებს საქართველოში რეგისტრირებულ აბონენტებს. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა, ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი