ახალი ამბები

ეუთოს ოფისის თავმჯდომარე საქართველოში ჩამოდის

10 მარტი, 2011 • • 973
ეუთოს ოფისის თავმჯდომარე საქართველოში ჩამოდის

ეუთოს ოფისისის თავმჯდომარე, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტს გეგმავს.

აჟუბალისის ვიზიტი ბაქოში – 13-14 მარტს, თბილისში – 15-16 მარტს, ერევანში – 17-18 მარტსაა დაგეგმილი.

სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში აჟუბალისი ქვეყნების პრეზიდენტებს შეხვდება. თბილისში ყოფნისას დაგეგმილია მისი შეხვედრა საქართველოს პრემიერ მინისტრთან.

ცნობილი ხდება, რომ ქვეყნებში ყოფნისას იგი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

შეხვედრების მთავარი თემა გაჭიანურებული კონფლიქტებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი