ახალი ამბები

ბურჭულაძე: თუ სახელმწიფო ფონდის ხედვას არ გაიზიარებს, გადავდგამთ სხვა ნაბიჯებს

6 თებერვალი, 2016 • 1536
ბურჭულაძე: თუ სახელმწიფო ფონდის ხედვას არ გაიზიარებს, გადავდგამთ სხვა ნაბიჯებს

ქუთაისში “საქართველოს განვითარების ფონდის” ოფისი გაიხსნა, რომელსაც ფონდის დამფუძნებელი, საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე დაესწრო. ფონდის ახალი ოფისი თამარ მეფის 21 ნომერშია განთავსებული. გასხნას ასევე ესწრებოდნენ ვანო მაჭავარიანი და დავით ჯანდიერი.

ქუთაისში "განვითარების ფონდის" ოფისი გაიხსნა. ოფისი ფონდის დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ გახსნა. 06.02.16. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ქუთაისში “განვითარების ფონდის” ოფისი გაიხსნა. ოფისი ფონდის დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ გახსნა. 06.02.16. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ოფისის გახსნის შემდეგ ბურჭულაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ფონდის მისიები და პრიორიტეტები გააცნო.

“მე ბედნიერი ვარ, ჩვენ დღეს ვართ ქუთაისში. ხვალ ვიქნებით ბათუმში. სულ უფრო ვრწმუნდები, რომ სწორი იყო და ნამდვილად დროული არის დღეს “საქართველოს განვითარების ფონდის” დაფუძნება. რადგან დღეს საზოგადოება ორ ნაწილადაა გახლეჩილი და ასე, ბატონებო, არ შეიძლება. ჩვენ პატარა ერი ვართ და უნდა გავერთიანდეთ. ყველგან არიან დიდებული მამულიშვილები და ამიტომ ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა და სწორ გზაზე დავაყენოთ,” – ამბობს ბურჭულაძე.

ქუთაისში "განვითარების ფონდის" ოფისი გაიხსნა. ოფისი ფონდის დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ გახსნა. 06.02.16. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ქუთაისში “განვითარების ფონდის” ოფისი გაიხსნა. ოფისი ფონდის დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ გახსნა. 06.02.16. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

მისივე თქმით, საქართველოს რეგიონებში კრიტიკული მდომარეობაა და სასწრაფო დახმარებაა საჭირო. კითხვაზე, გადაიქცევა თუ არა ფონდი პოლიტიკურ პარტიად, პაატა ბურჭულაძე პასუხობს:

“ეს ფონდი დაფუძნდა იმიტომ, რომ საჭირო იყო დღეს მისი არსებობა. ეს ფონდი 3 თვეში თავის ხედვას დაუდებს სახელმწიფოს და მოვითხოვთ მთავრობისგან მის შესრულებას. სხვანაირად, სახელმწიფო სწორი გზით არ მიდის და თუ სახელმწიფო არ შეასრულებს, რა თქმა უნდა, გადავდგამთ სხვა ნაბიჯებს – რას, ამას მერე გეტყვით.”

ჯერ უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს ფონდის ოფისს ქუთაისში. კობა ჩიხლაძე ჩაუდგება სათავეში ფონდის ახალგაზრდულ ფრთას.

“ეს არის ძალიან წარმატებული ახალგაზრდა და ის უხელმძღვანელებს ქუთაისში ახალგაზრდებს. დანარჩენს მოგვიანებით გაგაცნობთ,” – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

“საქართველოს განვითარების ფონდის” შემდეგი ოფისი 7 თებერვალს ბათუმში გაიხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი