ახალი ამბები

8 თებრვალს თბილისს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

6 თებერვალი, 2016 • 1094
8 თებრვალს თბილისს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საგარეო უწყების ცნობით, 8 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი მარგოტ ვალსტრომი ეწვევა. მინისტრი შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან. მხარეები მიმოიხილავენ საქართველოსა და შვედეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებს, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს, რეგიონში შექმნილ ვითარებას.

ვიზიტის ფარგლებში მარგოტ ვალსტრომი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს რეგიონალური ტურნეს ფარგლებში ეწვევა. ​

მასალების გადაბეჭდვის წესი