ახალი ამბები

ძვირადღირებული კონიაკის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციისათვის 4 პირი დააკავეს

6 თებერვალი, 2016 • 1704
ძვირადღირებული კონიაკის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციისათვის 4 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, აქციზური მარკის გარეშე პროდუქციის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე, 4 პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განახორციელეს დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, ძვირადღირებული სომხური წარმოების კონიაკის რეალიზაცია.

ბრალდებულები დაკავებული არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით, 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი