ახალი ამბები

”ლეიბორისტები” საარჩევნოდ პირადობის მოწმობების გაყალბებას ელიან

9 მარტი, 2011 • 1060
”ლეიბორისტები” საარჩევნოდ პირადობის მოწმობების გაყალბებას ელიან

გიორგი გუგავა
გიორგი გუგავა

”ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ დღეს ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მუშაობის პროცესი უარყოფითად შეაფასა.

”ვერ ვხვდები, რატომ ატყუებინებენ სააკაშვილს თავს. ამით იგი დემოკრატი მმართველის იმიჯს იქმნის, რომელიც ვითომდა ოპოზიციას ელაპარაკება. სინამდვილეში კი სანამ ე.წ. ოპოზიციური ”რვიანი” საარჩევნო ონანიზმითაა დაკავებული, სააკაშვილის გაყალბების მანქანა ამუშავებულია”, – აცხადებს გიორგი გუგავა.

”ლეიბორისტული პარტიის” განცხადებით, მოქალაქეთა ახალ პირადობის მოწმობებს გერმანული კომპანია ”მიულბაუერი” დაამზადებს, რომელიც უგანდაში ყალბი პირადობის მოწმობების დამზადებაში ამხილეს.

”აღნიშნული ჯგუფი ხელისუფლებასთან კრიმინალური შეთანხმებით შექმნის ყალბ პირადობის მოწმობებს, რომლებიც გამოყენებული იქნება არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის”,-ამტკიცებს გუგავა.

”ლეიბორისტული პარტია” აპირებს სპეციალური მიმართვა გაუგზავნოს გერმანიის ხელისუფლებას, რათა ”მიულბაუერი” საქართველოდან გაიწვიოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი