ახალი ამბები

საფრანგეთში მაღაზიებს პროდუქტის გადაყრა კანონით აეკრძალათ

5 თებერვალი, 2016 • 1530
საფრანგეთში მაღაზიებს პროდუქტის გადაყრა კანონით აეკრძალათ

საფრანგეთში სუპერმარკეტებს დარჩენილი ან ვადაგასული პროდუქტის გადაყრა კანონით აეკრძალათ. მაღაზიები ვალდებული ხდებიან პროდუქტი საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და საკვების ბანკებს გადასცენ.

საფრანგეთის სენატმა ახალი რეგულაცია მოქალაქეთა პეტიციის საფუძველზე განიხილა და შესაბამისი კანონი 3 თებერვლიდან აამოქმედა.

ახალი კანონი იმ სუპერმარკეტებს შეეხებათ, რომლებიც 400 კვადრატულ მეტრზე მეტ ტერიტორიას ფლობენ. კანონის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 75,000 ევრომდე იქნება, ან მაღაზიის მფლობელს 2 წლით პატიმრობა შეეფარდება.

გარემოს დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ წელს ადამიანების მოხმარებისათვის წარმოებული პროდუქტიდან დაახლოებით 1.3 მილიარდი ტონა ნაგავსაყრელზე ხვდება. საფრანგეთში რეგულაციის ავტორები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს საქველმოქმედო ორგანიზაციებს, საზოგადოების ღარიბი ნაწილი საკვებით მოამარაგონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი