ახალი ამბებისაზოგადოება

ქსნის მინის ტარის ქარხნის მუშები გაიფიცნენ [ფოტო]

5 თებერვალი, 2016 • 3135
ქსნის მინის ტარის ქარხნის მუშები გაიფიცნენ [ფოტო]

ხელფასების 30%-იანი მატება, კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმება და პროფკავშირისთვის საოფისე ფართის გამართვა, – ამ მოთხოვნების შესასრულებლად დღეს, 5 თებერვალს,  24-საათიან გაფიცვას სააქციო საზოგადოება მინის საწარმოს მუშები მართავენ.

გაფიცვა დღეს, 9 საათზე ქსნის მინის ტარის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო. მასში მონაწილეობს 140 ადამიანი, რომელთა შორის არიან საწარმოს მუშები და პროფკავშირების თანამშრომლები, ამბობს თემურ სურამელაშვილი.

მინის საწარმოს ენერგეტიკის განყოფილების თანამშრომელი თემურ სურანელაშვილის თქმით, საწარმო ამჟამად შეჩერებულია და თუ ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, მაშინ გაფიცვა პერმანენტულად გაგრძელდება.

სურამელაშვილი ამბობს, რომ 2015 წელს პროდუქციის გამოშვება ერთი ღუმელის სახით გაორმაგდა.

მისი თქმით, ხელშეკრულებები დადებულია და ვისაც 3 წელზე მეტი აქვს ნამუშევარი, მათთან უვადო ხელშეკრულებებია გაფორმებული, თუმცა კოლექტიური ხელშეკრულებების დადების შემთხვევაში ადმინისტრაცია ვალდებულებას იღებს, რომ ღამის დანამატები გასცეს, ხელშეუხებლობა და პროფკავშირული ნიშნით ზეწოლა რომ არ მოხდეს დასაქმებულებზე.

სურამელაშვილის თქმით, მინის წარმოება არის სპეციფიკური, საწარმოს მუშებს მაღალი ტემპერატურის პირობებში უწევთ მუშაობა. ღუმელებთან 1400 გრადუსზე მეტი ტემპერატურაა.

“იმ პირობებში, რა პირობებშიც ხალხი მუშაობს და რა სამუშაოსაც ასრულებენ, ვითხოვთ, რომ ხელფასები გაიზარდოს 30%-ით”, – განაცხადა “ნეტგაზეთთან” საუბრისას თემურ სურამელაშვილმა.

სურამელაშვილის თქმით, ადმინისტრაციას არ აქვს ვალდებულება, რომ პროფკავშირებს საოფისე ფართი გამოუყოს, თუმცა არსებობს ამის პრაქტიკა, რომ პროფკავშირულ ორგანიზაციას სჭირდება სამუშაო სივრცე, სადაც თავის მოთხოვნებს ჩამოაყალიბებს და ითათბირებს.

იგი ასევე ამბობს, რომ საწარმოს ადმინისტრაციასთან შეხვედრები ამ პრიობების შესრულების მოთხოვნით 2015 წლის 17 მაისიდან მართავს. შეხვედრები შედგა აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერშიც.

ნოემბერში სახელმწიფომ დანიშნა მედიატორი და მედიაციის ფარგლებში საწარმოს ადმინისტრაციამ დადო პირობა, რომ ამ სამი მოთხოვნის შესრულებაზე იმსჯელებდა და 2016 წლის 15 იანვარს დასაქმებულებს მათ მოსაზრებას გააცნობდა, ამბობს სურამელაშვილი.

სურამელაშვილის თქმით, შეხევდრა 28 იანვარს შედგა და საწარმოს დირექტორმა განაცხადა, რომ ხელფასების მომატებაზე ვერაფერს იტყოდა, კოლექტიურ ხელშეკრულებებს არ დადებს, ხოლო ოფისს პროფკავშირებს არ გადასცემს. ამის შემდეგ საწარმოს მუშებმა გაფიცვა გადაწყვიტეს. ახლა ისინი ადმინისტრაციისგან პასუხს ელოდებიან, თუმცა ადმინისტრაცია მათთან კონტაქტზე არ გადის.

ქსნის მინის ქარხნის HR მენეჯერი მარიამ ზუბაშვილი ამბობს, რომ ისინი დიალოგისთვის მზად არიან სამივე საკითხთან დაკავშირებით და დასაქმებულებს ხელფასების ზრდის გონივრული სქემა შესთავაზეს.

“ჩვენ დიალოგისთის მზად ვართ, მაგრამ რატომღაც სურვილი არ აქვს იმ ჯგუფს, რომელიც გარეთ არის. შევთავაზეთ გონივრული სქემა ხელფასების ზრდის. ფაქტიურად ყველანაირად მზად ვართ, რომ ვესაუბროთ მათ.”

თუმცა ზუბაშვილმა არ განმარტა, რას გულისხმობს ხელფასების “გონივრული ზრდის” სქემა.

“ამას თქვენ ვერ აგიხსნით იმიტომ, რომ ეს არის სპეციფიკური საკითხი. ის გარჩეული იქნება აქციის იმ მონაწილეთათვის, ვისაც აინტერესებს, თუ რაზეა საუბარი. აქ [გაფიცვაზე] ჟღერს ის, რომ არ ვართ თანახმა საუბარზე, ჩვენ დიალოგისთვის მოვიწვიეთ და მზად ვართ მოვისმინოთ.

რაც შეეხება იმას, დაიწყო თუ არა შეხვედრები ქარხნის ადმინისტრაციასა და დასაქმებულებს შორის 2015 წლის 17 მაისიდან, ზუბაშვილმა პასუხი არ გაგვცა.

“ხედავთ, არასწორი ინფორმაცია გაქვთ,ზოგი ამბობს სექტემბერს, ზოგი ამბობს მაისს. მედიაცია იყო ჩართული, ინფორმაცია იყო გავრცელებული ყველა მედიასაშუალებაში, შესაბამისად, შეგიძლიათ იქ მოიძიოთ ინფორმაცია”, – ამბობს ზუბაშვილი.

ქსნის მინის ტარის ქარხანაში დასაქმებულების გაფიცვა. 5.02.2016. ფოტო: თამაზ დოლაბერიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი