ახალი ამბები

“ახალი ტფილისი” – პროექტი ქალაქის ისტორიული იერსახის შესანარჩუნებლად

5 თებერვალი, 2016 • 4022
“ახალი ტფილისი” – პროექტი ქალაქის ისტორიული იერსახის შესანარჩუნებლად

თბილისის მერია, ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდთან ერთად, მასშტაბური პროექტის – „ახალი ტფილისი“ განხორციელებას იწყებს. პროექტის პირველი ეტაპი პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად საზოგადოებას დღეს ილიას ბაღში წარუდგინა.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი „ახალი ტფილისი“ გულისხმობს ქალაქში ახალი მასშტაბური საზოგადოებრივ-რეკრეაციული სივრცეების გაჩენას, ახალი ტურისტული მარშრუტის შექმნას, მოედნების, გალერეების მოწყობას, ისტორიული უბნების არქიტექტურული იერსახის შენარჩუნებასა და განვითარებას.

„ახალი ტფილისი“„ახალი ტფილისი“#ახალიტფილისი

Posted by თბილისის მერია / Tbilisi City Hall on Friday, 5 February 2016

 

პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში დავით აღმაშენებლის გამზირის, კერძოდ, აღმაშენებლის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე, მშრალი ხიდისა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება. აღნიშნულ არეალში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 47 საცხოვრებელ სახლს, რომლებიც უმეტესწილად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, სრული რეაბილიტაცია, რესტავრაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. მერიის ცნობით, ქუჩაზე მთლიანად შეიცვლება საინჟინრო და საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა ინფრასტრუქტურა, გამაგრდება და პირვანდელი სახით აღდგება ისტორიული შენობა -ნაგებობები, განახლდება გამზირის იერსახე – საფეხმავლო და სამანქანო სავალი ნაწილის საფარი, მოეწყობა გადასასვლელები, მოპირკეთდება ქუჩა, დამონტაჟდება ახალი განათების სისტემა და მანიშნებლები, გამწვანდება ტერიტორია.

მერიიც ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შემდეგ ტერიტორია სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

პროექტი „ახალი ტფილისის“ პირველი ეტაპი 2016 წლის ბოლომდე დასრულდება.

"ახალი ტიფლისი" - აღმაშენებლის გამზირის რესტავრაცია დაიწყო. ფოტო: თენგო ტაბატაძე

“ახალი ტიფლისი” – აღმაშენებლის გამზირის რესტავრაცია დაიწყო. ფოტო: თენგო ტაბატაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი