ახალი ამბებირეკლამა

თიბისი ბანკში „ევროკავშირ–საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ ახალი ბიზნესკატალოგის პრეზენტაცია გაიმართა

5 თებერვალი, 2016 • 1091
თიბისი ბანკში   „ევროკავშირ–საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ ახალი ბიზნესკატალოგის პრეზენტაცია გაიმართა

თიბისი ბანკის სათაო ოფისში  ევროკავშირ–საქართველოს ბიზნესსაბჭოს ახალი ბიზნესკატალოგის, „EUGBC BUSINESS LINE“  პრეზენტაცია გაიმართა.

EUGBC-ის გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ ახალი კატალოგი ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებს, მთავრობის წარმომადგენლებს, დიპლომატებს, სფეროს ექსპერტებს და მედიას გააცნო. პრეზენტაციას სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძეც დაესწრო.

ახალი ბიზნესკატალოგი EUGBC – ის იმ  წევრ კომპანიებს აერთიანებს, რომელთა საქმიანობის სფეროებია ენერგეტიკა, საბანკო სექტორი, პროფესიული საკონსულტაციო მომსახურეობა, გადაზიდვა, ვაჭრობა, წარმოება, სოფლის მეურნეობა და სხვა. კატალოგში მოცემულია ინფორმაცია როგორც მსხვილი, ისე საშუალო და მცირე ზომის ადგილობრივი ბიზნესის საქმიანობის და მისი განვითარების პოტენციალის შესახებ.

“ევროინტეგრაციისთვის მნიშნელოვანია საბჭოს საქმიანობა, ვინაიდან ის ხელს უწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბიზნეს კონტაქტების დამყარებას. ეს კატალოგი შეიქმნა სწორედ იმისთვის, რომ მოხდეს ამ კავშირების კიდევ უფრო გაღრმავება, ევროპელ მკითხველს მივაწოდოთ ინფორმაცია იმ ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ, რაც საქართველოში არსებობს ,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ .

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით  მიმართა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ  ბადრი ჯაფარიძემ.

„ტრადიციული საექსპორტო ბაზრები დღეს მძიმე მდგომარეობაშია, თითქმის ყველგან ეკონომიკური კრიზისია, აქედან გამომდინარე ის შესაძლებლობები, რასაც გვიხსნის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. საჭიროა მეტი ინფორმაციის მიწოდება ქართული კომპანიებისთვის, სწორედ ამ მიზნებისთვის ძალიან საჭიროა ამგვარი კატალოგების გამოცემა,“ – განაცხადა ბადი ჯაფარიძემ.

EUGBC-ის 2016 წლის  გამოცემაში   ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების პერსპექტივები და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ტრანსნაციონალური პროექტებიცაა განხილული.  „EUGBC BUSINESS LINE” ასევე მოიცავს ინფორმაციას ქართული ღვინის, კულტურული მემკვიდრეობის, უძველესი ქართული ნაკეთობებისა და მეტალის წარმოების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი