ახალი ამბებისაზოგადოება

“ჩვენ ბევრი ქრომოსომა გვაქვს, თქვენ ცოტა ხმა” – აქცია თბილისში გოგი თოფაძის განცხადების საპასუხოდ

4 თებერვალი, 2016 • 1804
“ჩვენ ბევრი ქრომოსომა გვაქვს, თქვენ ცოტა ხმა” – აქცია თბილისში გოგი თოფაძის განცხადების საპასუხოდ

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, გოგი თოფაძის მიერ გაკეთებული დისკრიმინაციული შინაარსის განცხადების საპასუხოს დღეს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები პარლამენტარის მიერ დაუნის სინდრომის ნეგატიურ კონტექსტში გამოყენებას აპროტესტებდნენ და მისგან ბოდიში მოხდას მოითხოვდნენ.

“მე აქ ვდგავარ იმიტომ, რომ მე ვარ 5 წლის ბარბარეს დედა, რომელსაც აქვს დაუნის სინდრომი. გოგი თოფაძის მიერ გაკეთებული განცხადება შეურაცხმყოფელი იყო არა მხოლოდ ჩემთვის, ყველა იმ მშობლისათვის, რომელსაც ჰყავს შვილი ამავე სინდრომით. ეს არის უპასუხისმგბლო პოლიტიკოსის განცხადება, რომელმაც დააკნინა ჩვენი შვილების რეპუტაცია, ” – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “მზის შვილების” წარომადგენელი ნინო ომნაძე.

როგორც აქციაზე შეკრებილი მშობლები აცხადებდნენ, ისინი გოგი თოფაძისგან არა ბოდიშის მოხდას, არამედ მოითხოვენ, დატოვოს პარლამენტი.

“გოგი თოფაძე არ გრძნობს იმ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, რასაც უნდა გრძნობდეს. თუ მე პოლიტიკოსი და მისი გუნდი არ მცემს პატივს, არ აღიარებს ჩემს, როგორც ადამიანის უფლებებს, მაშინ მე მათთან სალაპარაკო არ მაქვს,”- ანა არგანაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის”.

არაეთიკურს უწოდებს პარლამენტარის გამოსვლას უფლებათადამცველი ანა აბაშიძე:

“მე ვუსამძიმრებ გოგი თოფაძეს, რომელიც როგორც პოლიტიკოსი უკვე გარდაცვლილია. არა მარტო ის – რადგან სისტემაში არიან პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც იზიარებენ მის უღირს ღირებულებებს. ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად, წარმატებულ, ცნობად ადამიანებს, რომლებიც ზუსტად იმავე შინაარსის დამამცირებელ განცხადებებს აკეთებენ. პოლიტიკოსი, რომელიც შეურაცხყოფს ერთ ადმაიანს მაინც ამ ქვყანაში, ის შეურაცხყოფს ყველა ამომრჩეველს.”

როგორც ანა აბაშიძე აცხადებს, უკვე მიმდინარეობს მუშაობა მემორანდუმზე, რომლის თანახმადაც პოლიტიკური ფიგურები ვალდებული იქნებიან, თავი შეიკავონ მსგავსი შინაარსის განცხადებებისაგან და დაეთანხმონ მემორანდუმს ხელმოწერით.

გოგი თოფაძე აცხადებს, რომ მისი სიტყვები არასწორად იყო აღქმული და ბოდიშს იხდის:

“გუშინდელ ჩემს გამოსვლას არაერთგვაროვანი შეფასება მოყვა საზოგადოებაში და ჩემი სიტყვები არასწორად იყო აღქმული.

არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მიფიქრია და თუ ჩვენი საზოგადოების ნაწილის მხრიდან ჩემი სიტყვები ამგვარად იყო აღქმული, რა თქმა უნდა, ამისთვის მათ წინაშე ბოდიშს ვიხდი.”

გოგი თოფაძემ 3 თებერვალს, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, სიტყვა დაუნი უარყოფით კონტექტში გამოიყენა.

“თქვენ ხართ საქართველოს პრეზიდენტი. თითოეული თქვენი სიტყვა, წინადადება, წერილი, ბგერა ანალიზდება და მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, უაზრო… ძალიან სამწუხაროა, თუ ასე აფასებთ მოსახლეობას, მაშინ ალბათ არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ საქართველოში. ისიც უნდა გითხრათ, როცა პრეზიდენტი, პირველი კაცი ლაპარაკობს, მისი ყველა ნათქვამი ანალიზდება, და როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ მე არ შევალ იმ საძაგელ სასახლეში, სადაც დღეს თქვენ ხართ, ეს არასწორია. არაფრით წაადგა ჩვენს ქვეყანას უცხოეთში სხვადასხვა ფორუმზე ორი ხელმძღვანელის ერთად სიარული. ქვეყნის იმიჯზე უფრო უნდა გეფიქრათ, ვიდრე ვინ წავა და ვინ წარმოადგენს. უნდა გაგეთვალისწინებინათ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო ოცნების ერთ-ერთი დამფუძნებელი და შეიძლებოდა კომპრომისი გვენახა და უცხოეთში არ დაენახათ, რომ ქვეყნის ორი წამყვანი პირი ერთმანეთში ვერ თანხმდებიან”, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსმა დაუნის სინდრომი ნეგატიურ კონტექსტში გამოიყენა. “დაუნის სინდრომი” სალანძღავ ტერმინად გამოუყენებიათ ნინო ბურჯანაძეს და შალვა ნათელაშვილს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის განმარტებით, დაუნის სინდრომი არის ადამიანის მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ზედმეტი ქრომოსომების არსებობით. ქრომოსომები განაპირობებენ ბავშვის ორგანიზმის ჩამოყალიბების პროცესს ორსულობის დროს და მის განვითარებას, როგორც მუცლადყოფნის, ასევე დაბადების შემდგომ პერიოდში.

ჩვეულებისამებრ, ბავშვი იბადება 46 ქრომოსომით. ბავშვებს დაუნის სინდრიმით აქვთ ზედმეტი, 21-ე ქრომოსომა. სამედიცინო ენაზე მას „21-ე ტრისომიას“ უწოდებენ. სწორედ ზედმეტი ქრომოსომა ხდება ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ცვლილების მიზეზი.

აქცია გოგი თოფაძის დისკრიმინაციული შინაარსის განცხადების საპასუხოდ. თბილისი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობა. 04.02.16. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი