ახალი ამბებისაზოგადოება

პრემიერი: მაესტროში მიმდინარე მოვლენები ამ დრომდე მესაკუთრეებს შორის დავის საგანია

4 თებერვალი, 2016 • 1058
პრემიერი: მაესტროში მიმდინარე მოვლენები ამ დრომდე მესაკუთრეებს შორის დავის საგანია

საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია მაესტორში მიმდინარე მოვლენები ამ დრომდე მესაკუთრეებს შორის დავის საგანია.

„საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი საზოგადოების მთავარი მონაპოვარია. პრემიერმინისტრის პოზიციაა, რომ ამ თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს. ტელეკომპანიამაესტროსგარშემო მიმდინარე მოვლენები ამ დრომდე მხოლოდ მესაკუთრეებს შორის დავის ხასიათს ატარებს.

პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ საკითხში მთავრობისა და პოლიტიკური ძალების რაიმე ფორმით ჩარევა კატეგორიულად დაუშვებელია. პოლიტიკური სპექტრის ამოცანად უნდა რჩებოდეს ქვეყანაში თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველყოფა, რაც ამ შემთხვევაშიც სახეზეა“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია მაესტროს 55%-იანი წილისა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე გახდა.

დღეს, 4 თებერვალს, მეწილეებმა მაესტროს გენერალურ დირექტორ ბაია გადაბაძეს უფლებამოსილება შეუწყვიტა. გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, როგორც მეგობარს, ისე შეხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი