ახალი ამბები

გიორგი გაჩეჩილაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ადასტურებს

4 თებერვალი, 2016 • 1775
გიორგი გაჩეჩილაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ადასტურებს

ტელეკომპანია “მაესტროს” წილების საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი “სხვა თემებს” ეხებოდა და პრემიერი მისი “მეგობარი და ძმაკაცია”.

გაჩეჩილაძის თქმით, კვირიკაშვილთან შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა. კითხვას, როგორ შეიძლება პრემიერთან მთავრობის ადმინისტრაციაში ვიზიტი მეგობრულ შეხედრად ჩაითვალოს, იგი პასუხობს: “როგორც გინდათ, ისე ჩათვალეთ”.

გაჩეჩილაძე ასევე ადასტურებს, რომ “მაესტროს” გენერალური დირექტორის პოზიციაზე ბაია გადაბაძის შემცვლალად მისი ძმა ლევან გაჩეჩილაძე განიხილება.

დღეს, 4 თებერვალს ტელეკომპანია “მაესტროს” პარტნიორების კრება იმართება. მოქმედ გენერალურ დირექტორ ბაია გადაბაძეს უფლებამოსილება შეჩერებული აქვს. იგი პრემიერთან შეხვედრას თვითონაც ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი