ახალი ამბები

ანონსი — 4 თებერვალი

3 თებერვალი, 2016 • 1466
ანონსი — 4 თებერვალი

წარმოგიდგენთ 4 თებერვალს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

09:30 – 12:00 საათზე, სასტუმრო ბეტსიში,  აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების “მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ქალებისა და უმცირესობებისათვის” პრეზენტაციას გამართავს. მისამართი: მაყაშვილის ქ. 32/34.

10:30 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კარლო ლაფერაძე 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილების მფლობელებთან ფულადი დახმარების გაცემის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. მისამართი: ბილისის მერია ჟ.შარტავას N7.

11:00 საათზე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი გმირთა მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში განხორციელებულ სამუშაოებს დაათვალიერებს. მისამართი: გმირთა მოედანი. საკონტაქტო პირი: ლაშა ჩხიკვიშვილი: 577555488.

11:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „მზის შვილები-ს“ წარმომადგენლები პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: გოგი თოფაძის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში და მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

11:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” ა/ო “სამართლიანი საქართველოს სახელით” წარმომადგენლები: მწერალი კოტე კირვალიძე და მორეს კურტანიძე ბრიფინგს გამართავენ და ორგანიზაციის მიზნებზე ისაუბრებენ. ორგანიზაცია ახალი დაარსებულია და საქართველოში არსებული მძიმე სოციალუირი ფონის გამოსწორებასა და სხვა სოციალურ საკითხებზე იმუშავებს, ასევე ჩაატარებენ საქველმოქმედო აქციებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე – 595037722.

11:30 საათზე, თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი, „რესპუბლიკელი“ დავით ზურაბიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. ასევე, ისაუბრებს ერთსქესიანთა ქორწინებისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის თემაზე. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

12:00 საათზე, „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ ხელმძღვანელი ნატო შავლაყაძე და იურისტი გია გოგიბერიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ქსელის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა – რა ცვლილებები შედის და რა სანქციები შემოდის ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

12:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე ბრიფინგს გამართავს. თემები: პრეზიდენტის გამოსვლა, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტური გამოცდა, საარჩევნო კოდექსი, მერიის პრობლემატიკა, სამხედროების ინციდენტი და სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე – 595037722.

12:00 საათზე, პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების რუსთავის რაიონული ცენტრის წევრები პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ. მისამართი: კოსტავას #68.

12:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის 2015 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში გაიმართება. მისამართი: ალოიზ მიზანდარის სახელობის N1 ხელოვნების სკოლა – რუსთაველის. საკონტაქტო პირი: ნუცა აბაშიძე 599721010.

12:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე გავრცელებული ვირუსული ინფექციების შესახებ პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე – 595037722.

12:30 საათზე, “მემარცხენე ალიანსის” გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჯანდაცვის მინისტრის სახელზე შეიტანს წერილს სააფთიაქო ნარკომანიასთან დაკავშირებით და საგანგებო განცვხადებას გააკეთებს. მისამართი: ა. წერეთლის გამზ #144/ საკონტაქტო პირი: პრესცენტრის ხელმძღვანელი ნინო ქეშელაშვილი – 598700642.

14:30 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბრიფინგს გამართავს რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ძუძუს კიბოს სამკურნალო პრეპარატის – „ჰერცეპტინის“, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 80%-იანი დაფინანსებით მიწოდების შესახებ. მისამართი: წერეთლის ქ. #144, თბილისი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი