ახალი ამბები

წულუკიანი: რეფორმის მთავარი სუბიექტი იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა იყოს

3 თებერვალი, 2016 • 1867
წულუკიანი: რეფორმის მთავარი სუბიექტი იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა იყოს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ უნდა განხორციელდეს იუსტიციის საბჭოს რეფორმა და გაძლიერდეს ადვოკატთა უფლებები. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრეზიდენტის მოსაზრებას იზიარებს და აღნიშნავს, რომ რეფორმის ერთ-ერთი წამყვანი სუბიექტი საბჭოს წევრები და ხელმძღვანელი უნდა იყოს:

“ძალიან მიხარია, რომ მართლმსაჯულების რეფორმის სფეროში პრაქტიკულად თანმხვედრია მთავრობისა და პრეზიდენტის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია სასამართლოს რეფორმა კანონით.   მხოლოდ კანონებით რეფორმები არ ვარგა, რეფორმის მთავარი სუბიექტი, როგორც პრეზიდენტმა თქვა, ასევე უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. რეფორმის ერთ-ერთი წამყვანი სუბიექტი უნდა გახდეს უმაღლესი საბვჭოს წევრები და ხელმძღვანელი. ისინი უნდა გაერთიანდნენ იმ მიზნის გარშემო, რასაც ქვია სასამართლოს გაჯანსაღების პროცესი, სადაც ყველაფერი ბოლომდე წესრიგში არ არის, არის ძალიან ბევრი პრობვლემა. ამ თვის ბოლომდე რეფორმის მესამე ტალღას დავასრულებთ, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ინდივიდუალური მოსამართლეები გაძლიერდნენ და იყვნენ უფრო მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები.”

თეა წულუკიანმა ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტის წინასწარი გამჟღავნების ფაქტზე ისაუბრა. მისი თქმით, ფაქტი შემაშფოთბელია და დროულ რეაგირებას საჭიროებს:

“ეს ინფორმაცია არის შემაშფოთებელი და საჭიროებს სწრაფ რეაგირებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან. უნდა დაველოდოთ საბჭოს მოკვლევის შედეგებს და თუ შედეგები იქნება იმგვარი, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იქნება, პროცესში უნდა ჩაერთოს ძალოვანი უწყება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი