ახალი ამბები

პარლამენტმა წუთიერი დუმილით ზურაბ ჟვანიას ხსოვნას პატივი მიაგო

3 თებერვალი, 2016 • 1231
პარლამენტმა წუთიერი დუმილით ზურაბ ჟვანიას ხსოვნას პატივი მიაგო

პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დაწყებამდე დამსწრეებმა ზურაბ ჟვანიას ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს:

“მინდა გავიხსენო ადამიანი, რომელიც ჩემი მეგობარი და ბევრი თქვენგანის თანამებრძოლი იყო. რაც მთავარია, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი. 11 წლის წინ, დღევანდელ დღეს ტრაგიკულად დაიღუპა პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და მე გთხოვთ, ჩვენი თანამებრძოლის ხსოვნას წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

2005 წლის 3 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ნაციონალური მაუწყებლების პირდაპირი ეთერით საქართველოს მოსახლეობას აუწყა, რომ თბილისში, ქვემო ქართლის ვიცე-გუბერნატორ რაულ იუსუპოვის ბინაში, გარდაცვლილი იპოვნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია. ზურაბ ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილი იყო რაულ იუსუპოვიც.
ზურაბ ჟვანია დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მასალების გადაბეჭდვის წესი