ახალი ამბები

დღეს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენენ

3 თებერვალი, 2016 • 1107
დღეს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენენ

დღეს, 2 საათზე პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ სიტყვას მოისმენენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე ამბობს, რომ უმრავლესობას ძალიან ბევრი რამ არ მიაჩნია სწორად:

“შეიძლება იყოს კრიტიკაც, შეიძლება იყოს მოწონებულიც. მოგვახსენებს თავის ხედვას, რა ხდება, რა პერსპექტივები გვაქვს და შეიძლება ჩვენ რაღაც კრიტიკული მოვძებნოთ მის მოხსენებაში.  გვაქვს შენიშვნები, ძალიან ბევრი რამე არ მიგვაჩნია სწორად. პრეზიდენტი ქართული ოცნების სახელით მოვიდა, ჩვენ სულ ყველა იქიდან ვართ მოსულები. რაღაც ძალიან სწრაფად დაგვიდგა ოპოზიციაში, რაც მიუღებელია. მადლიერების გრძნობა უნდა ჰქონდეს ქართველ კაცს და ეს უნდა სჩანდეს პირდაპირ,”- აღნიშნავს თოფაძე.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი კი აცხადებს, რომ უმცირესობა ქვეყნის კრიზისულ მდგომარეობაზე გააკეთებს აქცენტს:

” ქვეყანა იმყოფება მძიმე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ კრიზისში. სწორედ ეს საკითხები იქნება ჩვენს მიერ წამოწეული. აუცილებელია დაიდოს გეგმა, როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, როგორ დავასტაბილუროთ ლარი, როგორ დავასრულოთ არაფორმალური მმართველობა. აუცილებლად წამოიწევს გაზპრომის საკითხი, რომელიც ფუნდამენტურია ჩვენი ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის. ასევე, ვისაუბრებთ კორუფციაზე, რომელიც უკვე სისტემურია და საქართველოს მთავრობა ჩართულია ამ კორუფციაში.”

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. პარლამენტში უკვე მოვიდნენ მიხეილ ჯანელიძე და დავით ბაქრაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი