ახალი ამბებიეკონომიკა

საქსტატი: 2016 წლის იანვარში 2015 წლის იანვართან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 5,6 % შეადგინა

3 თებერვალი, 2016 • 2842
საქსტატი: 2016 წლის იანვარში 2015 წლის იანვართან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 5,6 % შეადგინა

საქსტატის ცნობით, 2016 წლის იანვარში 2015 წლის იანვართან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 5,6 % შეადგინა, რამაც უალკოჰოლო სასმელები, ხილი, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება, საცხოვრებლისა და კომუნალური ხარჯების გაძვირება გამოიწვია.

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 5,1 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,61 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, ფასების მნიშვნელოვანი მატება აისახა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (33,9%), ზეთი და ცხიმი (11,7 %) და ყავა, ჩაი და კაკაო (10,1 %).

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 11,0 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,04 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები ძირითადად გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (22,6 %) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11,2 %) ქვეჯგუფებზე.

საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8,4-პროცენტიანი მატება, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,71 პროცენტული პუნქტით აისახა.

საქსტატის ინფორმაციით, ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეები (10,6 %) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7,1 %); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0,20 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (-7,5 %).

წლიური ინფლაცია 2015-16 იანვარი

წლიური ინფლაცია 2015-16 იანვარი

2016 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,9 პროცენტი შეადგინა, რამაც გავლენა მოახდინა სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილებაზე.

საქსტატის ცნობით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2,6 %-იანი მატება, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,80 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა ხილისა და ყურძნის (19,0 %), ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (12,7 %) და რძის, ყველისა და კვერცხის (2,8%) ქვეჯგუფებზე.

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფზე ფასები გაიზარდა 1,3%-ით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,14 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (3,6%).

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1,2-პროცენტიანი კლება, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,14 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასები შემცირდა საწვავ- საპოხ მასალებზე (-2,5%).

ინფლაცია 2016 წლის იანვარში გასულ თვესთან შედარებით

ინფლაცია 2016 წლის იანვარში გასულ თვესთან შედარებით

 

მასალების გადაბეჭდვის წესი