ახალი ამბები

ანონსი – 3 თებერვალი

2 თებერვალი, 2016 • 1853
ანონსი – 3 თებერვალი

10:00 სთ-ზე, სასტუმრო „რედისონში“ საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორისი სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური კომისიის სხდომა.გაიმართება, რომელსაც საქართველოს მხრიდან უხელმძღვანელებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ხოლო ბულგარეთის მხრიდან – ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრი ივაილო მასკოვსკი.

11:00–ზე შპს „ივერიას“ და „ივერია 90-ის“ დირექტორი დავით ბიძინაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ჩამორთმეული ბიზნესი და მიმართვა პროკურატურას საქმის გადასინჯვის მოთხოვნით. კვირას ახალი მისამართია: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ. სადარბაზო 1, სართული 2 საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

11:30–ზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის სასწავლო-სამეცნიერო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის დირექტორი მერაბ ალავერდაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “ცნობილი სტიქიის შედეგად განადგურებული ლაბორატორია, რომლის აღდგენას მთავრობა ჰპირდებოდათ, თუმცა, გუშინ უარი მიიღეს. საუბარია ერთადერთ უნიკალურ ლაბორატორიაზე, რომელიც მდინარე “ვერეს” მონიტორინგს და მიკრო კლიმატის ფორმირებას წლების განმავლობაში აკვირდებოდა და სტიქიამ მთლიანად გაანადგურა”. „კვირას“ ახალი მისამართია: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

13:00 საათზე, თიბისი ბანკის სათაო ოფისში, მეოთხე სართულზე (მარჯანიშვილის ქ. 7) თიბისი ბანკის და საქართველოს რაგბის კავშირის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციას დაესწრებიან თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე, გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე.
პრესკონფერენციის თემა: თიბისი ბანკი საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორი ხდება.

14:00 საათზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. მის: თბილისის მერია (ჟ.შარტავას N7).

15:00 დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, გაიმართება უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა სამინისტროებისა და სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები მიიღებენ. მისამართი: ქ.თბილისი, ლეონიძის 3.

მასალების გადაბეჭდვის წესი