ახალი ამბებისაზოგადოება

ბაია გადაბაძე: “მაესტროს” წილები “იმედის” არაოფიციალურმა მმართველმა შეიძინა

2 თებერვალი, 2016 • 1480
ბაია გადაბაძე: “მაესტროს” წილები “იმედის” არაოფიციალურმა მმართველმა შეიძინა

ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე აცხადებს, რომ ტოვებს თანამდებობას რადგან მიაჩნია, რომ კომპანიაში წილების შეცვლა მაესტროს დამოუკიდებლობას დააკარგვინებს.
“ტელეკომპანია “მაესტროს” მეწილეების ნაწილი, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტორები, დღეს აღმოჩნდნენ უმცირესობაში. ეს ვითარება გამოიწვია პარტნიორების ერთი ნაწილის მიერ წილების გასხვისებამ, რომლის რეალური მყიდველი გახდა ტელეკომპანია “იმედის” არაოფიციალური მმართველი ირაკლი რუხაძე. რამდენიმე მილიონად გაიყიდა გაკოტრებული კომპაიის წილი, რაც, ბუნებრივია, არანაირ ბიზნესლოგიკაში არ ჯდება. კომპანია, რომლესაც გააჩნია 50- მილიონიანი ვალი, ფინანასური თალსაზრისით არ შეიძლება იყოს მიმზიდველი. ერთადერთი მიმზიდველობა, რაც შეიძლება ჰქონდეს ტელეკომპანია მაესტროს, ეს არის მისი პოლიტიკური მიმზიდველობა. რაც ეფექტიანი მენეჯმენტის და სარედაქციო დამოუკიდებლობის წყალობით, მას გამოარჩევდა ქართულ ტელებაზარზე. მე თითქმის სამი წელია მაესტროს დირექტორი ვარ. თუმცა გაცილებით დიდი ხანია, რაც ამ არხზე ვმუშაობ. ჩვენ ყველას ყოველთვის გვაერთიანებდა საერთო ღირებულებები და ადამიანები, რომლებიც ამ ღირებულებების ერთგულები იყვნენ. დღეს კი ვითარება იმგვარია, რომ ზოგიერთებისთვის ღირებულებებს ჰქონია კონკრეტულოი ფასი. წილის გამყიდველების, ბატონების, ებრალიძის და ჩიკვაიძის, ერთი პროცენტი წილი არის მინუს 460 ათაი ლარი დაახლოებით. მათ არც შემოქმედებით და არც ფინანსურ ნაწილში არასოდეს არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ. ფინანასურად მხოლოდ ერთი დამფუძნებელი იღებდა მონაწილეობას, ეს იყო მაკა ასათიანი. ისინი ხელფასს იღებდნენ წლების განმავლობაში და მაშინ, როდესაც სრულიად გაურკვეველი იყო მათი სამსახურეობრივი პიზიციები და ფუნქციები, სამი წელია მაესტროს დირექტორი ვარ და სამჯერ არ მინახავს გიორგი ებრალიძე და არც თავისი უკმაყოფილების შესახებ გამოუთქვამს აზრი. ის ამბობს, რომ მის სახელს არ უნდა უკავშირდებოდეს “მაესტრო” და ეს ასეც არის, მის სახელს მართლაც არაფერი უკავშირდება ამ ტელევიზიაში, რომელშიც ჩემი მენეჯმენტის დროს ჩაიდო რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია, განახლდა მისი შეფუთვა, სატელევიზიო სტუდიები, შეიქმნა ახალი ფორმატები. განვითარებული პროცესების ლოგიკური შედეგი შეიძლება იყოს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვა. რის გამოც მე არ ვაპირებ ტელეკომპანია “მაესტროში” მუშაობას ამ პარტნიორების ახალი კონფიგურაციის პირობებში. მე ველოდები პარტნიორების საბოლოო გადაწყვეტილებას და მანამდე ვასრულებ ჩემს უფლებამოვალეობას”, – განაცხადა 3 საათძე ბაია გადაბაძემ ტელეკომპანია მაესტროს ეთერით.
მაეტროს მეწილეებს დაგეგმილი აქვთ, 4 თებერვალს დანიშნულ სხდომაზე ბაია გადაბაძე  გადაირჩიონ და ახალი დირექტორი დანიშნონ.
გუშინ, 1 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მაესტროს წილის 25%-ის მფლობელმა გიორგი გაჩეჩილაძემ იყიდა სხვა მეწილეების 30%-იანი წილი და საკონტროლო პაკეტის 55%-ის მფლობელი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი