ახალი ამბები

ლტოლვილთა სამინისტრო კომპენსაციებს აღარ გასცემს

28 თებერვალი, 2011 • • 1061
ლტოლვილთა სამინისტრო კომპენსაციებს აღარ გასცემს

10 000 აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაციას, რომელსაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დევნილ ოჯახებს კოტეჯის სანაცვლოდ აძლევდა, სამინისტრო აღარ გასცემს.

ამის შესახებ ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სამინისტროს განმარტებით, საკომპენსაციო თანხა არ იყო დანაკარგის კომპენსაცია. ეს იყო კოტეჯის სანაცვლოდ დაშვებული გამონაკლისი ალტერნატივა იმ დევნილებისთვის, რომლებსაც ჰქონდათ დანაზოგი და სახელმწიფოს მიერ დამატებული კომპენსაციით შეძლეს საცხოვრებელი ფართების შეძენა.

ასევე, სამინისტროს ცნობით, კომპენსაციის სახით თანხის გაცემა მხოლოდ 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შემდგომ უსახლკაროდ დარჩენილ ძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებზე მოხდა.

”ეგრეთ წოდებული კომპესაციების თემა ამოწურულია და რეგიონებში საცხოვრებელი ფართების განაწილება მიმდინარეობს”, – წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი