ახალი ამბები

აქცია ვარდების რევოლუციის მოედანზე

28 თებერვალი, 2011 • 1244
აქცია ვარდების რევოლუციის მოედანზე

სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლების აქცია
სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლების აქცია

ვარდების რევოლუციის მოედანზე სამარშუტო ტაქსების მძღოლთა მხარდასაჭერი მორიგი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ტენდერში გამარჯვებული კომპანიების ლეგიტიმურობას აპროტესტებენ და მოითხოვენ, სამარშუტო ხაზების ყოფილ მეპატრონეებს საქმიანობის გაგრძელების უფლება მისცენ.

”ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს ხელისუფლება მფარველობს. გარდა ამისა, აღნიშნულ კომპანიებს ამ სფეროში არავითარი გამოცდილება არ გააჩნიათ, ჩვენ კი წლების განმავლობაში ვმუშაობდით ჩვენი ტრანსპორტით, ხარჯებით. ახლა კი სანაგვეზე მოგვისროლეს”, – აცხადებს სამარშრუტო ხაზის ყოფილი მფლობელი დავით გონგლაძე.

აქციაზე მყოფ მძღოლთა  თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მათ საკუთარი სამარშრუტო ტაქსებით მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.

”ვალით შევიძინე მანქანა, წაიყვანონ და ნებისმიერ ადგილას შეამოწმონ, ყველანაირად გამართულია. მე აღარ მაქვს საშუალება, ვიქირავო მათ მიერ შემოთავაზებული სამარშრუტო ტაქსი”, – ამბობს სამარშრუტო ტაქსის მძღოლი გიორგი ციცაგი.

აქციის მონაწილეებს ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიმართეს
აქციის მონაწილეებს ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიმართეს

ამავე თემაზე:

მიკროავტობუსის მძღოლები პროტესტს აგრძელებენ

გაურკვევლობა პირველ მარტამდე

მასალების გადაბეჭდვის წესი