GusGus Gemfest-ზე – ფესტივალის პირველი ლაინაფი ცნობილია

ისლანდიური ბენდი GusGus ანაკლიაში, Gemfest 2016-ზე დაუკრავს, რომელიც წელს 11-15 აგვისტოს გაიმართება.

Gemfest-ზე ასევე მიიღებენ მონაწილეობას: The drifter, Baikal, Mono le tough, Show magic, Nunos dos santas, K.Atou, Julia Govor, Giraffage, Mia lucci. ეს ფესტივალის პირველი ლაინაფია, რომელსაც მუსიკოსები დროთა განმავლობაში დაემატება. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, საბოლოო შემსრულებელთა სიის 80% ჯერ კიდევ უცნობია. მოიმატებს ბილეთის ფასიც არტისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად. შემდეგი ლაინაფი ერთ თვეში დაანონსდება.

“ის, რაც იქნება 6 თვესა და 10 დღეში იქნება, იქნება გაცილებით მასშტაბური, ვიდრე წინა ფესტივალი, რომელიც სულ რამდენიმე თვეში დაიგეგმა – ახლა კი გვაქვს დრო იმისათვის რომ აგვისტომდე ყველაფერი ზუსტად შევათანხმოთ. გვეყოლება თითქმის ყველა ჟანრისა და მიმდინაროების წარმომადგენელი მუსიკოსი. ჩვენ გვინდა შევქმნათ ისეთი რამ, რაც იქნება საქართველოს ტურისტული სიმბოლო. როდესაც პირველად დავიწყეთ ამის კეთება, ჩვენ ბიუჯეტში გვქონდა მხოლოდ 8 ლარი,” – ამბობს ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი გიორგი სიგუა.

Gemfest-ისათვის აშენდება 4 სცენა. ერთ-ერთი სცენა დამონტაჟდება ანაკლიიის აკვაპარკში, სადაც მთელი დღის განმავლობაში იქნება ე.წ. “Pool Party”. 200 მოხალისე ანაკლიაში ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვა.

ფესტივალზე დასწრება აფხაზეთიდან ჩამოსული მსმენელისათვის წელსაც უფასოა.

Gemfest 2015-ს 8 დღის განმავლობაში 20 000-მდე სტუმარი ეწვია. ამჯერად ორგანიზატორები კიდევ უფრო მეტ მსმენელს ელოდებიან, რადგან პირველადი ბილეთების გაყიდვების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი